ყოჩაღ, Wolt! ნამდვილად ორიგინალური მარკეტინგია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, მუსიკოს Kordz-ის მონაწილეობას საკურიერო კომპანია Wolt-ის რეკლამებში.
მისი თქმით, თუ მომხმარებლის პოლიტიკური არჩევანი Wolt-ს სასაცილოდ ეჩვენება, არც ის უნდა გაუკვირდეს, თუ იმ მომხმარებელს შემდეგ აპლიკაციის წაშლაც არ დაეზარება.
,,ჯერ სარეკლამო კამპანიის სახედ ირჩევ ადამიანს, რომლის საჯარო გამონათქვამებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა მძიმე შეურაცხყოფად აღიქვა, შემდეგ კი იმავე ადამიანებს ეუბნები: აბა, ახლა ჩვენი აპლიკაცია გახსენით და ფული ჩვენთან დახარჯეთ.
პოლიტიკური შეხედულება ყველას საკუთარი აქვს და უნდა ჰქონდეს. მაგრამ როდესაც მასობრივ მომხმარებელზე დამოკიდებული კომპანია ასეთ სარეკლამო არჩევანს აკეთებს, მეც, როგორც მომხმარებელს, მაქვს არჩევანის უფლება. შესაბამისად, ჩემთვის საკითხი მარტივად გადაწყდა: Wolt-ს ბოიკოტს ვუცხადებ და მის მომსახურებას აღარ გამოვიყენებ. ეს არც ტრაგედიაა და არც რთული გადაწყვეტილება, საქართველოში საკვების მოტანის სხვა სერვისებიც არსებობს.
Wolt-ს კი ერთ პატარა მარკეტინგულ რჩევას უფასოდ დავუტოვებ: თუ მომხმარებლის პოლიტიკური არჩევანი სასაცილოდ გეჩვენება, ნუ გაგიკვირდება, თუ იმ მომხმარებელს შემდეგ შენი აპლიკაციის წაშლაც არ დაეზარება,” – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.









