7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

ნანუკა ჟორჟოლიანი თამო ვაშალომიძეზე: „ყოჩაღ, ძალიან მაგარი გოგო ხარ!“

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თამო ვაშალომიძის ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩენას ეხმაურება. ვაშალომიძე კრიშტიანუ რონალდუს მეუღლის, ჯორჯინა როდრიგესის გვერდით პოზირებდა.

„თამო ვაშალომიძეს გაუმარჯოს. ქალს, რომელიც სოფელ ხუცუბანში დაიბადა და დღეს წითელ ხალიჩაზე რონალდუს ცოლთან ერთად პოზირებს.

ეს გოგო მაგალითია ყველა ხუცუბნელისთვის, რომ ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება მოხვდე მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით ან აისრულო ოცნება, რომელიც სევდიან ბავშვობაში, ყოველი ძილის წინ ძალას გაძლევს.

მისი გულშემატკივარი ვარ განსაკუთრებით იმიტომ, რომ გზა წითელ ხალიჩამდე ძალიან რთული იყო და, მიუხედავად ამისა, არასოდეს დანებდა.

ზუსტად ამიტომ, აუცილებელია, ქალებმა ვუთხრათ: ყოჩაღ, თამო, ძალიან მაგარი გოგო ხარ!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე.

თამო ვაშალომიძის კაბა მისი შვილის, სოფიას ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები