„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარუდგინა. ხაზი გაესვა კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით მისასალმებელია.

კამპანიის ფარგლებში, კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მიმოიხილეს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტები და სამოქმედო გეგმა გააცნეს. შეხვედრებზე მთავარი ყურადღება რეგიონებში არსებული პრობლემების მოგვარებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო.

თავის მხრივ, კანდიდატებმა ამომრჩევლებს კონკრეტული ხედვა წარუდგინეს, რაც მუნიციპალიტეტების განვითარებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც ადგილობრივებმა საკუთარი საჭიროებები კანდიდატებს გააცნეს. ხაზი გაესვა საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებას და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას.

შეგახსენებთ, 2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სანდუს პოლიტიკამ მოლდოველი გლეხები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო: რატომ ვერ გააქვს მოლდოვას...

მოლდოვაში ვაშლის უხვი მოსავლის ფონზე ფერმერები პროდუქციის რეალიზაციის მწვავე პრობლემებს აწყდებიან. ფლორეშტის რაიონში მხოლოდ ერთ ფერმერს, სემიონ დონცოვს, მისივე თქმით, საწყობებსა და ბაღებში დაახლოებით...