სუს-ი: 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

„ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაზა დობორჯგინიძე: მივესალმები კომერციული სუროგაციის აკრძალვას, რომელიც კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა –...

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწვეყილებას სუროგაციის აკრძალვის თაობაზე მიესალმება და მას კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმას უწოდებს. მისი თქმით, ქალის რეპროდუქციის გაყიდვა და...