ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა – საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება, ივანიშვილის “დანაშაულია” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ეს დანაშაული მას არ აპატიონ, სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, სესხების განულების თემის ჩათვლით.
“საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურება არც სესხების განულებაა, არც – სამების ტაძრის მშენებლობის დაფინანსება, არც – სხვა ეკლესია-მონასტრების აღდგენა და რესტავრაცია, არც – საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, უნივერსიტეტებისა და თეატრების გარემონტება, ინვენტარიზაცია თუ სულაც ახლის აშენება, არც – სამედიცინო და სარეკრეაციო, სპორტული და კულტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტები და საერთოდ, არცერთი ქველმოქმედება, რაშიც მას 3 000 000 000 (სამ მილიარდი) აქვს დახარჯული… ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა – საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან.
კი, სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი და უპირველესი დამსახურება საქართველოს წინაშე და მისი უმთავრესი დანაშაული საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ბოლომდე და ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს დანაშაული არ აპატიონ.
სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით.” – წერს ხუბუა X -ზე.









