25 აგვისტო, სამშაბათი, 2026
25 აგვისტო, სამშაბათი, 2026

გია აბაშიძე ფონდი „ქართუს” განცხადებაზე: რადიკალებისთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედებას ვერ აუქმებენ ამიტომაც, დარჩათ ერთადერთი იარაღი – შექმნან სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არსებობს

“რადიკალების მორიგი მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის ქველმოქმედების ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც „ფარსად“ და „ტყუილად“ გამოაცხადონ, არა მხოლოდ უსუსური, არამედ სასოწარკვეთილი პოლიტიკური სიყალბეა. და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო „ფონდ ქართუს“ ასეთი დეტალური განმარტება- იმიტომ, რომ ნაცუბირები შეგნებულად ურევენ ერთმანეთში ფაქტს, ჭორსა და საკუთარ პოლიტიკურ სურვილს.”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე ფონდი „ქართუს” განცხადებას იშველიებს და აცხადებს, რომ “ეს არის ნამდვილი ფარსი – არა 2018 წლის სოციალური სოლიდარობის პროგრამა, არამედ იმ ადამიანების დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რომლებიც უკვე იმდენად დაცარიელდნენ შინაარსისგან, რომ ასობით ათასი მოქალაქისთვის მილიარდობით ლარის ვალის პატიებაშიც კი პოლიტიკური დანაშაულის ძებნა უწევთ.”

“ფაქტი კი ასეთია: „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში „ფონდმა ქართუმ“ 4 მილიარდ 104 მილიონ 429 ათას 484 ლარის პრობლემური ვალდებულებები გამოისყიდა და 615 164 მოქალაქეს 1 387 296 სესხი აპატია. პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუტს. ეს თანხა ჰაერიდან მოფრენილი ციფრი კი არ არის – კონკრეტული ვალდებულებები იყო, კონკრეტული ადამიანებისა და კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტების წინაშე.

უფრო მეტიც, ეს არ ყოფილა არც ქაოსური და არც შემთხვევითი პროცესი: წინასწარ იყო განსაზღვრული მკაფიო კრიტერიუმები – სესხის ძირი არ უნდა აღემატებოდა 2 000 ლარს, ხოლო მოვალეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სესხის პროცენტი არ უნდა ჰქონოდა გადახდილი. პროგრამაში შევიდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც ამ პირობებს აკმაყოფილებდა და მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებიდან, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობას დათანხმდნენ.

ახლა კი რადიკალური ოპოზიციის „დიდი აღმოჩენა“ რა არის? რომ ამ ყველაფერს თურმე ფარსი უნდა ვუწოდოთ.

სინამდვილეში, ყველაზე მარტივი კითხვა მათთვის ყველაზე უხერხულია: თუ ეს ვალდებულებები არავის ეპატია, მაშინ ვის აქვს დღეს მათზე მოთხოვნის უფლება? პასუხი თავად „ფონდმა ქართუმ“ გასცა – არავის. სესხები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და ფონდის მხრიდან მათზე რაიმე მოთხოვნა გამორიცხულია.

და თუ ვინმეს დღეს ძველი სესხის დაფარვას სთხოვენ, აქაც პასუხი პირდაპირ არსებობს: ან საკრედიტო დაწესებულება შეცდომას უშვებს, ან კონკრეტული ვალდებულება საერთოდ არ აკმაყოფილებდა პროგრამის კრიტერიუმებს და 2018 წლის პროგრამაში არ მოხვედრილა. ამის გადამოწმება კი ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია „კრედიტინფოში“, ხოლო კონკრეტულ სესხზე ინფორმაციას „ფონდ ქართუც“ წერილობითი მიმართვის საფუძველზე გასცემს.

ანუ სად არის აქ ის მითიური „ფარსი“, რომელსაც რადიკალები ასეთი მონდომებით ეძებენ? 55 ფინანსური ინსტიტუტი, 1.38 მილიონი სესხი, 615 ათასზე მეტი მოქალაქე და 4.1 მილიარდ ლარზე მეტი ვალდებულება, რომელიც სწორედ პატიების მიზნით გამოისყიდეს. ამ ყველაფრის უარყოფას უკვე არგუმენტი კი არა, მხოლოდ პოლიტიკური ბოღმა სჭირდება.

მათთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედებას ვერ აუქმებენ. ვერ გააქრობენ 615 ათას მოქალაქეს, ვერ გააქრობენ 1.38 მილიონ სესხს, ვერ გააქრობენ 4.1 მილიარდ ლარს და ვერც იმ ფაქტს, რომ პროგრამამ ადამიანების მდგომარეობა შეამსუბუქა და პრობლემური ვალდებულებების ჩამოწერამ ქვეყნის ფინანსურ გარემოსაც მოუტანა შედეგი.

ამიტომაც დარჩათ ერთადერთი იარაღი – შექმნან სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არსებობს; ეჭვი შეიტანონ იქ, სადაც გადამოწმებადი ფაქტებია; და ქველმოქმედებას შეუცვალონ სახელი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ავტორი მათთვის მიუღებელია.

აი, ეს არის ნამდვილი ფარსი – არა 2018 წლის სოციალური სოლიდარობის პროგრამა, არამედ იმ ადამიანების დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რომლებიც უკვე იმდენად დაცარიელდნენ შინაარსისგან, რომ ასობით ათასი მოქალაქისთვის მილიარდობით ლარის ვალის პატიებაშიც კი პოლიტიკური დანაშაულის ძებნა უწევთ.

ზნეობრივ-პოლიტიკური კრახის მქონე ადამიანებმა სხვის ქველმოქმედებას რომ „ფარსი“ უწოდონ, ამას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: ფარსი ის არის, რასაც წლებია თავად დგამენ. და ამ წარმოდგენას საზოგადოებამ დიდი ხანია დაარქვა თავისი სახელი.”- წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები