ცოტნე ანანიძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: რეალობას აცდენილები რომ იყვნენ, ერთგვარი აღიარებაა – ომობანას თამაში ეგონათ ისე, რომ ხალხზე, ჯარისკაცებზე და ქვეყნაზე არ უფიქრიათ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, “ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის მიერ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანანიძის შეფასებით, საყვარელიძის მხრიდან აღიარებაა ის, რომ ომი “ნაცმოძრაობას” თამაში ეგონა და პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, მათ ქვეყანაზე არ უფიქრიათ.

“რეალობას აცდენილები რომ იყვნენ, ერთგვარი აღიარებაა. ომობანას თამაში ეგონათ ისე, რომ ხალხზე, ჯარისკაცებზე და ქვეყნაზე, პარტიორების გაფრთხილების მიუხედავად, არ უფიქრიათ.” – წერს ანანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...