ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ელაპარაკებიან საკუთარ ხალხს და უყურებენ გარე მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ წარუმატებლები იქნებიან, რადგან ხალხის მხარდაჭერა ჩვენს მხარეს არის და არ გაგვიჭირდება სიმართლის გატანა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც, ლოგიკური იქნება, თუ შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ სანქციები გავრცელდება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. 2012 წლის შემდეგ, რომ არის სასამართლო დამოუკიდებელი ამაზე, რა თქმა უნდა, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას- ეს არის ჩვენი პასუხი ასეთ განცხადებებზე.“
მისივე თქმით, ხალხის მხარდაჭერა მათ მხარეს არის და არ გაუჭირდებათ სიმართლის გატანა.
„რაც შეეხება სანქციებს, თვითონ ეს დამოკიდებულება არის ძალიან საინტერესო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ელაპარაკებიან საკუთარ ხალხს და უყურებენ გარე მხარდაჭერას. უნდათ რომ როგორმე იქ მაინც მიიღონ მხარდაჭერა. თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ ისინი ყველა მიმართულებით წარუმატებლები იქნებიან. ხალხის მხარდაჭერა არის ჩვენს მხარეს და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვიჭირდება სიმართლის გატანა ყველა თემასთან, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ტიერი მარიანი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: რუმინეთის მსგავსად, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა...

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელში პოლონეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. „დაგვიანებით, თუმცა მოსალოდნელად, რომ ევროკომისიამ პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარი ინტერპრეტაციით პოლონეთში ტუსკის...