მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.
„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნავს იმასაც, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. შესაბამისად, მოუწოდებენ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ცნობების გავრცელებისგან.









