10 ივლისი, პარასკევი, 2026
10 ივლისი, პარასკევი, 2026

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამკტიცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ალიევის მიერ გამოცემული ბრძანებულების თანახმად, 2026 წლის 18 მაისს აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში დღეიდან შედის.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დაევალა დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებების სათანადოდ აღსრულება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს – აცნობოს საქართველოს მთავრობას შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები