7 ივლისი, სამშაბათი, 2026
7 ივლისი, სამშაბათი, 2026

დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო. სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება

მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო@ები და ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო.- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსის შესახებ და აღნიშნა, რომ მისგან არ გაკვირვებია მსგავსი შეფასებები.

“მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო (შეგნებულად არ ვაზიარებ აქ. ვისაც აინტერესებს, შეუძლია მის გვერდზე შევიდეს და ნახოს. დ. ზ.), სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბოზები და ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო.

არა, მე მისგან არ გამკვირვებია მსგავსი შეფასებები და არც ვეკამათები ხოლმე. ჯერ ერთი, აზრი არა აქვს, და, გარდა ამისა, პატიმარია მაინც, თან აშკარად პოლიტიკური მოტივით დაჭერილი.

არც ის მიკვირს, რომ ბევრი ჩემი ნაცნობ-ნეგობარი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა და 2012 წლის ოქტომბერშიც ოცნების კოალიციას აქტიურად უჭერდა მხარს, ასეთ, წესით მისთვისაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ან არ პასუხობს და უყრუებს, ან სულაც ეთანხმება ხოლმე. კი არ მესმის ამას რანაირად ახერხებენ, მაგრამ წლებია უკვე ასე იქცევიან “ქოცი არ გავახაროთ” პრინციპით. პლუს ნაცებთან ჩხუბი და მათგან ლანძღვა-გინების მოსმენაც ეზარებათ.

უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა და სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს უახლესი ისტორიის ამ ვერსიას, მათ შორის ის ხალხიც, ვისაც ორი წიგნი წაკითხული აქვს და ასე თუ ისე ჭკუა მოეკითხება, მანამ გარანტირებული გვაქვს კრებსითი ბიძინას მარადიული მეუფება მთელი მისი სამეფო ამალით.”- წერს ზურაბიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები