7 ივლისი, სამშაბათი, 2026
7 ივლისი, სამშაბათი, 2026

ჩიხელიძე გეგელიას განცხადებაზე: როდესაც ქვეყნის გაცხადებული პოზიციაა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებს და ის სუვერენული სიმდიდრე იქნება, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ინიციატივის წამოყენება საკუთარი სტრატეგიული რესურსების ნებაყოფლობითი დათმობა და მონური მორჩილების დემონსტრირებაა

გრიგოლ გეგელიას განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის მართვა უცხოურ, ე.წ. „მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს“ გადაეცეს, არის ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების ახალი მწვერვალი, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ, „სამშობლოს ღალატი ახალ დონეზე აიყვანა“ და მისი განცხადება სხვა არაფერია თუ არა სტრატეგიული რესურსების ნებაყოფლობით დათმობა და „მონური მორჩილების დემონსტრირება.“

„ანაკლიის პორტი საქართველოს სუვერენიტეტის ბერკეტია, სადაც არა სხვა სახელმწიფოების, არამედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების გატარება უნდა მოხდეს!

გრიგოლ გეგელიას განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის მართვა უცხოურ, ე.წ. „მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს“ გადაეცეს, არის ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების ახალი მწვერვალი. მაშინ, როდესაც ქვეყნის გაცხადებული პოზიციაა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებს და ის სრულად საქართველოს საკუთრება და სუვერენული სიმდიდრე იქნება, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ინიციატივის წამოყენება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი სტრატეგიული რესურსების ნებაყოფლობითი დათმობა და მონური მორჩილების დემონსტრირება. რთული წარმოსადგენია, ამაზე მეტად ანტიქართული და დამანგრეველი აზრების გაჟღერება.
გეგელიამ სამშობლოს ღალატი ახალ დონეზე აიყვანა, მისი მტრული პოზიციის შემდეგ, არათუ მას არამედ ზოგადად ლელოს არ აქვს უფლება პოლიტიკურ სიბრტყეში არსებობდეს. იმ ფონზე, როდესაც დღევანდელი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რეგიონში ძლიერ, დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოსაყალიბებლად და კბილებით იცავს ეროვნულ პოზიციებს, „ლელო“ გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ბერკეტი მეზობელ სახელმწიფოებს გავუნაწილოთ. აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებია, თუმცა მათ ანაკლიის პორტის საკუთრებასთან და გეოპოლიტიკურ მართვასთან არანაირი შემხებლობა არ აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ. პორტი მდებარეობს საქართველოში და ის მხოლოდ ქართველი ხალხის/სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

ხაზგასასმელია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სახელმწიფოს მიერ განხორციელება არის ერთადერთი მართებული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯით იცავს ქვეყნის ეკონომიკას და დამოუკიდებლობას. ამის საპირისპიროდ, გეგელია და მისი გუნდი ღიად იცავენ უცხო ძალების ინტერესებს, რითაც პირდაპირ ებრძვიან ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. არათუ, სტრატეგიული აქტივების სხვისთვის გადაცემა, არამედ აღნიშნული აზრის გაჟღერებაც კი საკუთარი ქვეყნის ღალატია.“- წერს ჩიხელიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები