შვეიცარიელი პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი პასკალ ლოტაზი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომ „საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პირობებში, დემოკრატიული უკუსვლის და ანტიევროპული, რუსული სტილის დეზინფორმაციის გამო, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების გზას შორდება“.
იგი წერს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ემუქრება და მხოლოდ ბრიუსელის ტექნოკრატებისთვის მოსაწონ არჩევანს და დემოკრატიას აღიარებს.
„ევროპარლამენტი საქართველოს ემუქრება, რომ ნებისმიერი დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას არ უწყობს ხელს, არადემოკრატიულად ჩაითვლება. აი, ისიც. ქალბატონებო და ბატონებო, დემოკრატია არის თავისუფლება, აირჩიო ის, რასაც ევროკავშირის ტექნოკრატები გადაგიწყვეტენ. მოგესალმებით ევროკავშირის სტილის დემოკრატიაში“, – წერს პასკალ ლოტაზი.









