21 ივნისი, კვირა, 2026
21 ივნისი, კვირა, 2026

ნანუკა ჟორჟოლიანი: კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

ქართული ოცნება ჯერ აკმაყოფილებს გოგა ხაინდრავას საჩივარს ფორმულას წინააღმდეგ და რამდენიმე დღეში, კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ფორმულამ ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ის აცხადებს, რომ “ფორმულაზე” ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს და ინტერესდება, რატომ არ ემიჯნებიან ჩერგოლეიშვილის ამ განცხადებას კოალიციის სხვა ლიდერიები, იმიტომ ხომ არა, რომ “გიჟთან ჭიდაობა” ეზარებათ.

“ვინმეს გეჩვენებათ რომ ფორმულაზე შეტევა ორკესტრირებული არაა?

ბაბლო, ასეთ დროს მართლა გგონიათ რომ შიმერია ამ ქვეყანაში პრობლემა? მართლა გგონიათ რომ ნაცების შიდაპარტიული თემები უფრო საინტერესოა? ან, მიშა რა სტატუსს დაწერს?

რატომ არ გმობთ, არაინფლუენსერი პოლიტიკოსის მავნებლობას? გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა? საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდათ?

სად არიან კოალიციის სხვა ლიდერები? რატომ არ ემიჯნებიან ამ განცხდებას? რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?

ფორმულას თავზე ღრუბელს აგროვებენ და რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით მეტი შანსი იქნება მისი გადარჩენის.” – წერს ჟორჟოლიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები