ირაკლი კობახიძე: საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი

მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ზოგადად სასკოლო ფორმების ინიციატივა ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.

„ზოგადად, ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, ამაზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის. ეს ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ...

ქალბატონო სოფიო, თქვენ ახლა ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ცარიელი სიტყვებით სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულეთ. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენი სტანდარტი,...