თამარ ჩერგოლეიშვილი: არ დაგავიწყდეთ, რომ ტვ ფორმულამ 540 000 ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში

“არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ტვ ფორმულამ 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში”- ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, “ფული აიღეს აი ამ უპასუხისმგებლობის კრიტიკოსების დაბლოკვაში, რომ ხალხი იოლად მოტყუებულიყო და “თბილისის აგდებას რა უნდა” – ცირკი გაეთამაშებინათ.”

ჩერგოლეიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მათთვის არ იყო ცნობილი, უბრალოდ, დანარჩენები 5 ოქტომბერს ელოდებოდნენ .

“ანუ ხომ ხვდებით, რომ პატიოსნების ნიშანია, როცა ასეთ ბინძურ კლოაკაში დაბლოკილი ხარ.

მარტო ჩვენ კი არ ვიცოდით, რომ 4 ოქტომბერი სრული ფარსია, უბრალოდ დანარჩენები 5 ოქტომბერს ელოდებოდნენ – აბა თავს ხომ არ დაიბლოკავდნენ ტელეკლოაკებში.

ეს ავტოკრატიული სიბინძურეები მიწასთან რომ გასწორდებიან, სამშვიდობოს მაშინ გავალთ.”- წერს ჩერგოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ...

ქალბატონო სოფიო, თქვენ ახლა ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ცარიელი სიტყვებით სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულეთ. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენი სტანდარტი,...