გოგა ხაინდრავა ჰანტერ ბაიდენის საქმეზე: ენდობა თუ არა ელჩი დეგნანი ღია წყაროებს ისევე, როგორც ქართველი მოსამართლეების საქმის შემთხვევაში, თუ ითხოვს, რომ გამოძიების დასრულებას დაველოდოთ

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის ჰანტერ ბაიდენის ირგვლის აგორებულ სკანდალს ეხმიანება.

„აშშ-ში ღია წყაროები, სანდო და დადასტურებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჰანტერ ბაიდენს კორუფციაში ადანაშაულებენ. თეთრი სახლი უარყოფს ბრალდებებს და პრეზიდენტის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელების დაბრკოლებას. ენდობა თუ არა ელჩი დეგნანი ღია წყაროებს ისევე, როგორც ქართველი მოსამართლეების საქმის შემთხვევაში, თუ ითხოვს, რომ გამოძიების დასრულებას დაველოდოთ?“ – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

აშშ-ის შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება არასათანადოდ ჩატარდა. საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის შვილის მიერ საკუთარი ბიზნესის წინ წასაწევად ოჯახური კავშირების არასათანდო გამოყენების გარშემო მიმდინარე გამოძიებაზე. როგორც აშშ-ის შემოსავლების სამსახურის თანაშრომლის ადვოკატი აცხადებს, მის კლიენტს აქვს ინფორმაცია, რომ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება პოლიტიკური მოსაზრებებით შეფერხდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...