თამარ ჩერგოლეიშვილი – კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა, მაგ აქციების მოთხოვნები და მოლოდინებიც ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო

გახსოვთ კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა? მაგ აქციების მოთხოვნები და მოლოდინებიც ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო. არაფერი საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ყველა მონაწილე ჩრდილიდან შედგენილი დღის წესრიგით მოქმედებდა, სცენაზეც ის ხალხი იდგა, ვინც ჩრდილოვანი მმართველისთვის მისაღები იყო.

მისივე თქმით, ვინც ჩრდილოვანი მართვა ამხილა, ის “არაკონსენსუალურად” გამოაცხადეს.

„გახსოვთ კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა?

მაგ აქციების მოთხოვნები და მოლოდინებიც ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო.

არაფერი საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან.

ყველა მონაწილე ჩრდილიდან შედგენილი დღის წესრიგით მოქმედებდა – ვიღაც ნებით, ვიღაც ჩათრევით
სცენაზეც ის ხალხი იდგა, ვინც ჩრდილოვანი მმართველისთვის მისაღები იყო.

ამიტომ დასრულდა კრახით.

ჩემთვის ყველა დისკრედიტირებულია ვინც მაგ პროცესში აქტიურად ჩართული იყო.

“ტექნიკური მთავრობა” my ass!

პ.ს. ვინც ჩრდილოვანი მართვა ამხილა, ის “არაკონსენსუალურად” გამოაცხადეს“ – წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...