მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეთიოპიის, პაკისტანის, კენიის, ირანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ერაყის, ზიმბაბვეს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, სომხეთის, სუდანის, უგანდის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 74 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფონდი „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტზე...