3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ სამცხე-ჯავახეთის გუნდი წარადგინა.

„ყველა აქტიური მოქალაქის მორალური ვალია დღეს მოქმედება და ამიტომ ვარ თქვენი მადლობელი ყველასი, რომ თქვენ ხართ მაგალითი იმისი, რომ მოქალაქე თავს გრძნობს მეპატრონედ ამ ქვეყნის და არ აქვს უფლება რომ ხელი ჩაიქნიოს მიუხედავად იმისა როგორ იქცევიან ზოგადად პოლიტიკოსები და როგორ იმედგაცრუებაა.

ჩვენ გვაქვს ორი ურთიერთკავშირში მყოფი ამოცანა, ამ ქვეყნის აქტიურ მოქალაქეებს, როგორებიც არიან ევროპული საქართველოს გუნდში სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით მე ვიტყოდი. პირველი არის წერტილის დასმა იმ რეჟიმისთვისა და იმ მიმართულებისთვის, რაც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე საფრთხეს წარმოადგენს არამარტო ამ თაობისთვის, მოქალაქეების, პოლიტიკოსების, არა მხოლოდ დღევანდელი დღისთვის ან რამოდენიმე წლისთვის, საფრთხეს წარმოადგენს შემდეგი თაობებისთვის. თუ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა იმ სისტემამ, რასაც ივანშვილი ქმნის, სისტემამ გახრწნის, უზნეობის, უიმედობის, კორუფციის, კრიმინალის, ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობაზე – ამ ამბიციაზე უარის თქმის, ჩვენი თავისუფალ სამყაროში სრულფასოვნად დაბრუნების, ევროპული არჩევანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გზამ თუ გაიმარჯვა, შემდეგ თაობებს წაერთმევათ შანსი, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიცხოვროთ, ნორმალურ, თავისუფალ ქვეყანაში.

მეორე მხრივ, გამარჯვება ახლა ისე დაგვაახლოვებს, როგორც არასდროს იმ ისტორიულ ამოცანასთან, რაც თაობებს სურდათ, რისი შანსიც აქამდე არ ჰქონდათ და რისი შანსიც დღეს ჩვენ გვაქვს, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნოდეს მის მოქალაქეებს, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფლება თითოეული მოქალაქის, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა დაცული იყოს გარე მტრებისგან და გარე მტრისგან,პუტინის რუსეთისგან, რომ ეს ქვეყანა იყოს ადგილი, სადაც ადამიანების სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება არის დაცული. სადაც ყველას აქვს შანსი, რომ საკუთარი შრომით მოიპოვოს კეთილდღეობა, ეს გვინდა ყველას და ამის ბარიერი არის ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღე და ყველა ასპექტში. მე ვიტყოდი რომ იმ ძალადობაზე და სიძულვილზე უფრო მეტადაც კი, რომელიც აშკარა საფრთხეა, რომელსაც ვუყურებთ, იმ კრიმინალზე მეტადაც, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად მზარდს, იმ რუსული გავლენის ზრდაზე უფრო მეტადაც კი, უფრო დამანგრეველი არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი არყევს ჩვენი საზოგადოების საფუძვლებს. ცდილობს, რომ მოსპოს რწმენა ჩვენი ადამიანების.

ჩვენს საზოგადოებაში, ქვეყანაში, საზოგადოებრივ აქტიურობაში, პოლიტიკაში, მისი გზავნილი არის რომ ყველაფერი ერთი და იგივე ჭაობია, რომ ტყუილის თქმა არის ნორმალური წესი, რომ არ უნდა გჯეროდეს არავის სიტყვის, ამას ნაწილობრივ პოლიტიკური კლასის ნაწილმაც შეუწყო ხელი, მაგრამ ჩვენი ვალია, როგორ ვთქვი: პირველი, ამ რეჟიმის დამარცხებაში ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც თითოეულმა მოქალაქემ, თუმცა ჩვენთვის არ არის სულერთი რა მოხდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ან მასთან ერთად, ჩვენ აღარ გვჭირდება ქვეყანა, სადაც მორიგი ხელისუფლება როდესმე იქნება თუნდაც ამაზე უკეთესი, რაც არ არის ძნელი რომ ივანიშვილზე უკეთესი იყო, საფრთხე ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის. აქ არის „ევროპული საქართველოს“, თქვენი, ჩვენი განსაკუთრებული როლი, ჩვენ გვჯერა ადამიანის თავისუფლების, მისი შრომით მოპოვებული კეთილდღეობის და არა ვინმეს ნაჩუქარის ან ვინმეს დამადლებულის.

ჩვენ გვჯერა იმის, რომ მთავრობა უნდა იყოს პატარა, ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით. ჩვენ გვჯერა როგორც ადამიანის პირადი თავისუფლების, ისე საზოგადოების პასუხისმგებლობის და ამიტომ ჩვენთვის მაგალითი არის ის ჩვენი დამფუძნებელი პირები, ჩვენი საზოგადოების მე-19 საუკუნის,როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, რომლებიც სწორედ ამას ქადაგებდნენ, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, რასაც ქვია ლიბერალიზმი, რაც დღეს სალანძღავ სიტყვად გახადეს ხელახლა ზუსტად ისე, როგორც ლანძღავდნენ ილია ჭავჭავაძეს 200 წლის წინ, რომ ლიბერალს ეძახდნენ როგორც ბრალდებას.

იმ ფლაერში, რომელსაც ჩვენ ვურიგებთ მოსახლეობას და რომელიც თქვენც გექნებათ, ჩვენ გვინდა რომ გადავტეხოთ ეს მანკიერი მიმართულებ, რომ პატრიოტის სახელი მიიწებეს პუტინისტურმა მოძალადეებმა, რომელიც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ჩვენი არჩევანი, ისტორიული და ჩვენი დამფუძნებელი პიროვნებების, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე და ვაშა-ფშაველა, იყო შეუწყნარებლობა და სიძულვილი, როცა ყველაფერი პირიქით იყო. ყველა გამორჩეული, ისტორიული პიროვნება ჩვენი ქვეყნის იყო დასავლური, თავისუფალი არჩევანის, ლიბერალი, ამიტომ ჩვენ არ მოგვერიდება არც ამ სიტყვის, არც ამ შინაარსის, უნდა მოვუგოთ ამ ხალხს, ვინც ჩვენს ქვეყანას უქმნის საფრთხეს, ამ ბრძოლაში თითოეული მოქალაქის წვლილი არის გადამწყვეტი, ყველა ადამიანთან უნდა მივიტანოთ გზავნილი, რომ მისი ხმა გადაწყვეტს ქვეყნის ბედს.“

ავტორი:

ბოლო სიახლეები