12 მაისი, სამშაბათი, 2026
12 მაისი, სამშაბათი, 2026

ირაკლი კირცხალია – მიმოვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი, ბევრ აქტუალურ თემაზე დაისვა შეკითხვები

მოგეხსენებათ, ტრადიციულად სასესიო კვირაა, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იქნება პლენარული სხდომები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნულ სხდომაზე განხილული საკითხები მიმოიხილა.

“მოგეხსენებათ, ტრადიციულად სასესიო კვირაა, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იქნება პლენარული სხდომები. ვიცით, რომ ხვალ ასევე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე იქნება.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ესწრებოდა პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე; ასევე, სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ბატონი მამუკა მდინარაძე. მიმოვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური თემები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი დასწრება დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე. მოგეხსენებათ, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ამ ფორმატში პირველად იმყოფებოდა”, – განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, სხდომაზე მიმოიხილეს ყველა მიმდინარე საკითხი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო. დეპუტატებს მხრიდან ბევრ აქტუალურ თემაზე იყო დასმული შეკითხვები.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე ეკონომიკურ მიმართულებებზე ისაუბრა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები