თორნიკე სულაბერიძე: ტექნოლოგიურ სექტორში დაახლოებით 52 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული. თუ ციფრებს თვალს გადავავლებთ და ვნახავთ რა იყო ხუთი წლის წინ, ეს არის ათმაგი ზრდა

ტექნოლოგიურ სექტორში დაახლოებით 52 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული. თუ ციფრებს თვალს გადავავლებთ და ვნახავთ რა იყო ხუთი წლის წინ, ეს არის ათმაგი ზრდა, – განუცხადა „ქრონიკას“ CT Asociation of georgia -ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე სულაბერიძემ.

„ტექნოლოგიური სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში. როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც საკმაოდ კარგი, პოზიტიური ტენდენციებია. ზოგადად, სექტორი იზრდება ამასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. დღეის მდგომარეობით ტექნოლოგიურ სექტორში დაახლოებით 52 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული. თუ ციფრებს თვალს გადავავლებთ და ვნახავთ რა იყო ხუთი წლის წინ, ეს არის ათმაგი ზრდა. წელს ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკაში მშპ-ს წილი 8%-ია ტექნოლოგიური სექტორის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება და წლის ბოლოსაც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და დიდი სექტორი იქნება“, – აღნიშნა სულაბერიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას – რაც...

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, რუსეთთან ურთიერთობები...