11 მაისი, ორშაბათი, 2026
11 მაისი, ორშაბათი, 2026

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ პატრიარქი ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება

ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება, – განუცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ სამებაში მისვლისას ჟურნალისტებს.

„ვენდოთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესოს. დარწმუნებული ვიყოთ, რომ [პატრიარქი] ის იქნება, ვინც ჩვენს ერს სჭირდება. არ ვიტყვი რისი ღირსიც ვართ, იმიტომ რომ შეიძლება დავისაჯოთ. ხომ ყველამ ვნახეთ პატრიარქს უდიდესი როლი აქვს საქართველოს ისტორიაში და აწმყოშიც“, – აღნიშნა გიგნაძემ.

სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ქვეყნის ახალ პატრიარქს აირჩევენ. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მიტროპოლიტ იობსა და მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ. თუ პატრიარქობის კანდიდატი 39 ეპისკოპოსისგან მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, არჩეულად ჩაითვლება. კრება 13:00 საათზე დაიწყება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები