ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებულად არ ჩაითვლება, სანამ ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგს არ გაიტანენ

ისრაელის პრემიერ- მინისტრის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებულად არ ჩაითვლება, ვიდრე ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგს არ გაიტანენ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ დააკონკრეტა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ირანთან ბირთვული მასალების შესახებ შეთანხმება ვერ შედგება.

„ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებულად არ ჩაითვლება, სანამ ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგს არ გაიტანენ. ირანში ჯერ კიდევ არსებობს გამდიდრების ობიექტები, რომლებიც უნდა დაიშალოს. ჩვენ მისი დიდი ნაწილი დავასუსტეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს და სამუშაო ჯერ კიდევ გასაკეთებელია. გამდიდრებული ურანის ამოღების საუკეთესო გზა შეთანხმების მიღწევა იქნება. თუ არა, გეგმა ასეთია – შედიხარ და გამოგაქვს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. სხდომა 9 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება. როგორც დღევანდელი სხდომის...