საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულ ერთ-ერთ ამერიკელს ჰანტავირუსი დაუდასტურდა

ჰანტავირუსი საკრუიზო ლაინერ MV Hondius-ის კიდევ ერთ, ამერიკელ მგზავრს დაუდასტურდა, მეორეს კი სიმპტომები აღენიშნება.

შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ცნობით, ორივე მგზავრი იზოლირებულია. სიმპტომები აღენიშნება კიდევ ერთ მგზავრს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა. ოფიციალურად, საერთო ჯამში, გემზე ვირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა და გარდაცვალების სამი ფაქტია დადასტურებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფრომაციით, ვირუსის ხმელეთზე გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.

საკრუიზო ლაინერი, რომელზეც ჰანტავირუსით მგზავრის გარდაცვალება დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში გუშინ ჩავიდა, რის შემდეგაც 23 ქვეყნის წარმომადგენლებმა საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაცია განახორციელეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. სხდომა 9 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება. როგორც დღევანდელი სხდომის...