27 აპრილი, ორშაბათი, 2026
27 აპრილი, ორშაბათი, 2026

დღეს საქართველოს ICT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გახუთმაგებულია და 50 000 – 52 000 ადამიანს უტოლდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ დარგს l ვაკო თურნავა

დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ იმას რომ ჩვენ ეკონომიკის მეოთხე მაჩვენებელი არის აიტი სექტორი და მიახლოებით 2025 წელს $1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ანუ შემოსავალი ჩვენს ქვეყანაში იყო 1.2 მილიარდი. ეს არის სუფთა ექსპორტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარეთ გადის და შემოდის ეს ვალუტა ჩვენ ქვეყანაში. მიახლოებით, საშუალო ხელფასი ICT სექტორში არის 4000-4500 ლარი, მაგრამ კონკრეტულად IT სექტორში 7000-7500 ლარზე მეტი. ეს იმას მეტყველებს რომ ამ სექტორში არის 3.5-ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე გვაქვს ქვეყანაში. დღეს საქართველოში მიახლოებით 50 000 -52 000 ადამიანი არის დასაქმებული ამ კონკრეტულ სფეროში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ სფეროში სექტორს. მინდა გითხრათ რომ სადაც ხუთი წლის წინ 10 000 თანამშრომელზე ნაკლები ყავდა სხვადასხვა კომპანიებს ერთად რომ აგვეღო, რაც გახუთმაგებულია. რა თქმა უნდა ამას ემატება ის რომ 12 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს უკვე ამ სფეროში და უფრო პოპულარული გახდა. ნელ-ნელა ეს ტენდენციები უფრო ვითარდება და ეს შეუქცევადია. პირიქით, ამ სფეროში მე არ ვიცი არცერთი ადამიანი, რომელმაც ასე თუ ისე ნორმალურად იცის ეს სფერო და დაუსაქმებელია. დღეს თუ საქართველოში ვერ პოულობ, რაც ძალიან იშვიათად არის, შეგიძლია ნებისმიერ პლატფორმაზე იპოვო სამსახური და უკვე საქართველოდან იმუშაო კიდევაც და რეალურად ეს არის ის სწორი მიმართულება სადაც უკვე ქართველს შეუძლია საქართველოდან ნებისმიერ წერტილში ემუშაოს და აღარ სჭირდება რელოკაცია”, – აცხადებს ვაკო თურნავა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები