25 აპრილი, შაბათი, 2026
25 აპრილი, შაბათი, 2026

3 ოქრო, 5 ვერცხლი და 12 ბრინჯაო – საქართველოს სამბოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 20 მედლით დაასრულა

სერბეთში 18-წლამდელებს და 23-წლამდელებს შორის სამბოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით. ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 20 მედალი მოიპოვა, აქედან სამი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალია – ამ შედეგით ნაკრებმა გუნდურ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.

„18-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონობა გიორგი ქაშიბაძემ (+98 კგ) და თემო გოგრიჭიანმა (-53 კგ) იზეიმეს, ვერცხლის მედლები გიორგი მებაღიშვილმა (-58 კგ), ანა გაგოშიძემ (-80 კგ) და მარიამ მწყერაშვილმა (+80 კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს სალომე ალანია (-47 კგ), სოფიო გიუნაშვილი (-50 კგ), ანანო კინწურაშვილი (-59 კგ), ვლადიმირ მაჭურიძე (-79 კგ) და ნიკოლოზ დგებუაძე (-98 კგ) დასჯერდნენ.

21-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი მარიამ სიჭინავა (-59 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები იაკობ გასიტაშვილმა (-64 კგ) და მარიამ გაბიტაშვილმა (+80 კგ), ბრინჯაოს მედლები კი თამარი სუხიაშვილმა (-50 კგ), გეგი წვერავამ (+98 კგ) და ბექა თურმანიძემ (-79 კგ) მოიპოვეს.

ჩემპიონატის ფარგლებში, ქართველმა სამბისტებმა 21-წლამდელებს შორის საბრძოლო სამბოში ისტორიაში პირველად მიიღეს მონაწილეობა, რა დროსაც ოთხი ბრინჯაოს მედალი მირზა ციხელაშვილმა (-58 კგ), ვიტო ჯაჯანიძემ (-64 კგ), ვახტანგ შუღლაძემ (-79 კგ) და ლუკა ნიქაბაძემ (-98 კგ) მოიპოვეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Wall Street Journal: უკრაინის...