ყოფილი ევროკომისარი: მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება

დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, – განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრიოს ავრამოპოლუსმა.

მისი თქმით, საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება.

„მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო ევროპული ქვეყანაა და ეს ძალიან მარტივი ფაქტია. იმ დროს, როცა მე ჩემი წვლილი შევიტანე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაში, მახსოვს თბილისშიც ვიყავი და ჩემს ცხოვრებაში არცერთი დედაქალაქის ქუჩებში არ მინახავს იმდენი ევროპული დროშა, რამდენიც საქართველოში. მე ახლა აღარ ვმუშაობ ევროკავშირში, მაგრამ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავარ. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება“, – აღნიშნა ყოფილმა ევროკომისარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – ჩვენ პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს...

ჩვენ პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, პრაგმატული პოლიტიკა ნიშნავს შენ განსაზღვრო რა შეგიძლია და როგორი დონის ჩარევა შეგიძლია, - ამის...