25 აპრილი, შაბათი, 2026
25 აპრილი, შაბათი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა

საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე; საქართველოს პროცესი არასდროს შეუჩერებია, მიუხედავად იმისა, რომ ამაში გვადანაშაულებენ. საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაზე.

მინისტრმა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, დასახულ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია. საქართველო არ არის ნატოს ან რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი, რაც დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში აყენებს.

„საქართველომ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საბჭოური ან პოსტსაბჭოური ქვეყნიდან გარდაიქმნა თანამედროვე, ფუნქციონირებად დემოკრატიად. მიღწეულია საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკურ განვითარებაში და თავი საკმაოდ მაღალ პოზიციებზე დააყენა, როდესაც საქმე ეხება ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას.

რა თქმა უნდა, კრიტიკას ხშირად ვისმენთ ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ამას თავისი ლოგიკა აქვს და ეს დაკავშირებულია ორ ბოლოდროინდელ მოვლენასთან რეგიონში. ჩვენ ვმუშაობთ განვითარებისთვის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც საქართველოს ძალიან მგრძნობიარე და დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. მე არ ვფიქრობ, რომ მჭირდება იმის შეხსენება, რომ საქართველოს კვლავ ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციას. კვლავ გვყავს უკანონო სამხედროები საქართველოს ორ რეგიონში და ჩვენ არ ვართ ნატოს წევრები და არ ვართ რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრები. ეს საქართველოს კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში აყენებს დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ რუკას შევხედავთ, ჩვენ ვხედავთ, რა სახის შესაძლებლობები მოდის ჩვენს მხარეს. გვაქვს პოზიცია, როგორც დამკავშირებელ ქვეყანას აღმოსავლეთ-დასავლეთის კუთხით და არა მარტო. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობას გვაძლევს ორივეს – ევროკავშირსა და საქართველოს, ერთად ვიმუშაოთ.

გეოპოლიტიკური კითხვაა – რა გვინდა მომავალში? შავი ზღვა გამყოფ ზღვად დავტოვოთ, თუ ის გვინდა დამაკავშირებელ ზღვად ვაქციოთ? ევროინტეგრაცია სულ უფრო მეტად გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რაც მთელ პროცესს აზიანებს. სწორედ ამას უნდა ავარიდოთ თავი. ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ამ პროცესის იარაღად გამოყენება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს აზიანებს გაფართოებისა და გაწევრიანების მთლიან იდეას.

საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე; საქართველოს პროცესი არასდროს შეუჩერებია მიუხედავად იმისა, რომ ამაში გვადანაშაულებენ. საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამას ხშირად და ძალიან მკაფიოდ ვამბობთ. როგორც კი ევროპელი ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას, საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, საქართველო მზად იქნება. ჩვენ კარგად გვესმის, რა გვაქვს გასაკეთებელი. პირველი და უმთავრესი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უკავშირდება. ეს არის აუცილებელი საფუძველი, რომლის გარეშეც სხვა საკითხებზე საუბარი ძალიან რთული იქნება. ასე, რომ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ნომერ პირველი პრიორიტეტია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Wall Street Journal: უკრაინის...

3 ოქრო, 5 ვერცხლი და...