25 აპრილი, შაბათი, 2026
25 აპრილი, შაბათი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსების იერიშების შედეგად, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა

რუსების იერიშების შედეგად, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ქალაქ დნიპროს გარდა დაშავებულები ჩერნიგოვის, ოდესისა და ხარკოვის ოლქებში არიან.

„რუსეთის ტაქტიკა უცვლელი რჩება: დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. სამიზნეების უმეტესობა ქალაქებში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ენერგეტიკული ობიექტები და ბიზნესები. ყოველმა მსგავსმა დარტყმამ ჩვენს პარტნიორებს უნდა შეახსენოს, რომ სიტუაცია სასწრაფო და მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვს. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სასწრაფოდ გაძლიერება გვჭირდება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ევროპელ ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის სწრაფად მიღებისკენ მოუწოდა.

„რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების 21-ე პაკეტისკენ ნაბიჯი ახლავე უნდა გადავდგათ. მე-20 პაკეტის დაბლოკვამ აგრესორს ადაპტაციისთვის დრო მისცა“, – აცხადებს ზელენსკი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Wall Street Journal: უკრაინის...

3 ოქრო, 5 ვერცხლი და...