პრემიერი: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ დასკვნებს და გეგმას – რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ

ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე.

„ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ დასკვნებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით,...

კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის. თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, - განაცხადა გადაცემაში...