22 აპრილი, ოთხშაბათი, 2026
22 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

ჯო უილსონის განცხადებით, რუსეთი ირანს იარაღს ანაკლიის ჯერ არარსებული პორტის მეშვეობით აწვდის

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ რუსეთი ირანს იარაღს საქართველოს ანაკლიის პორტის მეშვეობით აწვდის.

„ქართული ოცნება“ ომის დამნაშავე პუტინთან თანამშრომლობს. ეს ძალიან ნათელია. ისინი აგრეთვე ირანის რეჟიმთან თანამშრომლობენ. ჩინეთის კომუნისტური პარტია საქართველოს შავი ზღვის პორტს, ანაკლიას აკონტროლებენ. ისინი ცენტრალურ აზიასთან წიაღისეულით ვაჭრობას აკონტროლებენ. ამის გადამოწმება შესაძლებელია. ის აგრეთვე ანაკლიის მეშვეობით რაკეტებით ირანის მომარაგებას უზრუნველყოფს, რათა ამერიკელები მოკლან“, – განაცხადა უილსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს.

ცნობისთვის, ანაკლიაში ამ ეტაპზე არანაირი პორტი არ არსებობს და შესაბამისად, არარსებული პორტის გავლით ვერავითარი ტვირთის გატარება ფიზიკურად ვერ მოხდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები