უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს ჩანიშნა.
„სადამფუძნებლო კრება მოვიწვიე 2026 წლის 9 მაისს, 10 საათზე“, – დაწერა მან.
სავარაუდოდ, პირველივე სხდომაზე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერს პეტერ მადიარს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგ ის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.









