22 აპრილი, ოთხშაბათი, 2026
22 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.

ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი წარმოადგენს ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანიც, ეუთოს ფარგლებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაა.

ფორუმი ყოველკვირეულად ვენაში იკრიბება და უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

საქართველო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა 13 აპრილიდან გახდა და ამ მოვალეობას 4 სექტემბრამდე შეასრულებს.

ამასთან, წლის პირველ ტრიმესტრში ფორუმს თავმჯდომარეობდა საფრანგეთი, ხოლო საქართველოს შემდგომ, თავმჯდომარეობას გაერთიანებული სამეფო გადაიბარებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები