ზაალ ანჯაფარიძე: უსაფრთხოების გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე თავის ახალ ამპლუაში იქნება აშშ-ში ფუნქციონირებადი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი. ის საკუთარ თავში გააერთიანებს ტულსი გაბარდის და მარკვინ მალინის ფუნქციებს – ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრუქტურების კოორდინაციას

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების მიმართულებით ახალ ამპლუაში იმუშავებს და აშშ-ში მოქმედი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი გახდება.

ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების კოორდინაციას გააძლიერებს და უწყებათაშორის თანამშრომლობას უფრო ეფექტიანს გახდის.

„უსაფრთხოების გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე თავის ახალ ამპლუაში იქნება აშშ-ში ფუნქციონირებადი მონათესავე სტრუქტურების ქართული ანალოგის ხელმძღვანელი. ის საკუთარ თავში გააერთიანებს ტულსი გაბარდის და მარკვინ მალინის ფუნქციებს – ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრუქტურების კოორდინაციას. ვუსურვოთ წარმატება ახალ ასპარეზზე, ჩვენს თავს კი მეტი უსაფრთხოება და სიმშვიდე.“ – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით,...

კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის. თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, - განაცხადა გადაცემაში...