21 აპრილი, სამშაბათი, 2026
21 აპრილი, სამშაბათი, 2026

The National Interest: ბრიუსელში უფრო ღიად საუბრობენ საქართველოს მიმართ ანტაგონიზმის მოტივებზე, რაც გულისხმობს თბილისის წინააღმდეგობას დასავლური ლიბერალური დიქტატის მიმართ

ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest, საქარველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.

სტატიაში საუბარია ორ ქვეყანას შორის უერთიერთობების ცალმხრივ დაქვეითებაზე და აღნიშნულია, რომ ეს არ არის გამოწვეული საქართველოს მხრიდან ინტერესის ნაკლებობით „მართალია, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რომლებიც ოდესღაც ვაშინგტონის სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის საყრდენს წარმოადგენდა, თითქმის ნახევარი ათწლეულის განმავლობაში საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ნეიტრალურ დონეზეა, თუმცა ეს არ არის გამოწვეული საქართველოს მხრიდან ინტერესის ნაკლებობით, როგორც ეს ტრამპის ადმინისტრაციისადმი თბილისის მრავალჯერადმა, ფორმალურმა თუ სხვა სახის მიმართვებმა აჩვენა. ეს არც მოსკოვთან რაიმე დაახლოებით არის გამოწვეული, რაც იყო და რჩება პოლიტიკურ და სამხედრო „წითელ ხაზად“ ნებისმიერი ქართული მთავრობისთვის, მიუხედავად იმისა, რაც ხშირად, გადაჭარბებული ტონით, დასავლურ და ადგილობრივ ოპოზიციურად განწყობილ მედიაში ვრცელდება,“ – ვკითხულობთ სტატიაში.

The National Interest-ი ყურადღებას ამახვილებს გასული წლის მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისთვის მიწერილ ღია წერილზე, სადაც ხაზგასმით აღნიშნა პროგრამული მსგავსებები საქართველოს მთავრობასა და მათ ადმინისტრაციას შორის. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ წერილში კობახიძემ ტრამპთან დაიჩივლა, ამ უკანასკნელის ადმინისტრაციის საქართველოსთან დამოკიდებულების გამო, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიახლოვისა და იმ საერთო გამოწვევებისა, რომლებიც თბილისსა და ვაშინგტონს აქვთ როგორც არასამთავრობო, ისე საერთაშორისო აქტორებთან მიმართებით.

„ქართული პოლიტიკური პერსპექტივიდან გამომდინარე, წერილის შინაარსი ლოგიკური იყო. აშშ-საქართველოს კავშირების გაფუჭება ვაშინგტონიდან და არა თბილისიდან მოხდა და ეს ტრამპისა და მისი კაბინეტის მიუხედავად მოხდა,“ – წერს სტატიის ავტორი, რომელიც აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ ანტაგონიზმი განიხილება მისი თითქოს კავშირების კონტექსტში რუსეთთან და ირანთან, რაც სხვადასხვაგვარად მიეწერება სახელმწიფოს, მმართველ პარტიას ან მის კონკრეტულ ლიდერებს. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ განწყობებზე, „ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ მოტივებზე: თბილისის წინააღმდეგობა დასავლური ლიბერალური დიქტატების მიმართ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, სოციალურ თემებში,მათ შორის ლგბტ პოლიტიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში შიდა პოლიტიკაში.“

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The National Interest: რატომ უნდა...