შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება – მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების ხელით. საბედნიეროდ, მოქმედი პოლიტიკური გუნდი მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს
ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არ ასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად, დაუფარავად ემსახურება „დიპ სტეიტის“ ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათრიშვილი მორიგ წერილში.
მისი განცხადებით, დიპ სტეიტის“ მოქმედების ფორმულა გაშიფრულია და ამიტომ, ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება, ვინაიდან, მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების ხელით და როგორც საქართველო, ასევე მისი ხალხი ემსახურებოდეს ოლიგარქიული ოჯახების ინტერესს.
“ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმედის თვალით შეჰყურებს იმ პროცესებს, რომელიც დღეს სამართლებრივ სივრცეში მიმდინარეობს და რომელმაც, ლოგიკური თვალსაზრისით – კრიმინალური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და მოღალატე, აგენტურული პოლიტიკოსების მკაცრი სამართლებრივი სასჯელი უნდა განაპირობოს. ცხადია, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არ ასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად, დაუფარავად ემსახურება „დიპ სტეიტის“ ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია.
ზემოთ ვახსენე, რომ საბედნიეროდ გაშიფრული გვაქვს გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიპ სტეიტის“ მოქმედების ფორმულა და ამიტომ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება. არ იქნება ერთადერთი მიზეზის გამო – მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების, მათდამი დაქვემდებარებული პაიკების ხელით და როგორც საქართველო, ასევე მისი ხალხი ემსახურებოდეს ოლიგარქიული ოჯახების ინტერესს.
საბედნიეროდ, მოქმედი პოლიტიკური გუნდი მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, რაც განმსაზღვრელია მხოლოდ ერთი შინაარსის ხვალინდელი დღის – გაგრძელდება გარედან დაუნდობელი შემოტევა საქართველოზე.” – წერს ზაზა შათირიშვილი.









