საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გენო პეტრიაშვილი, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო, რომელიც შეკვეთილში, გურულ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა.
გენო პეტრიაშვილის განცხადებით, პოლიტიკა გურული ხალხის განუყოფელი ნაწილია, ამავე დროს კი ის მადლობას უხდის ცოტნე ივანიშვილს, რომელიც აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდობის საკითხებში და მუდმივად ცდილობს მათი ყველა პრობლემა და გამოწვევა დროულად და ეფექტურად გადაიჭრას.
„დღეს გურულ ახალგაზრდებს შევხვდით. საოცარი ენერგიის მქონე ხალხს, პოლიტიკა კი გურულის განუყოფელი ნაწილია. იყო კამათი, დისკუსია და აზრთა გაცვლა/გამოცვლა, შედეგად კი რჩება ის, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ჩავრთავთ პროცესებში.
განსაკუთრებით მინდა მადლობა ვუთხრა დიდი გულის მქონე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ კაცს ცოტნე ივანიშვილს, ადამიანს რომელიც აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდობის საკითხებში და მუდმივად მოწოდებულია, ყველა პრობლემა და გამოწვევა მალე და ეფექტურად გადაიჭრას,“- წერს გენო პეტრიაშვილი.









