18 აპრილი, შაბათი, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

ვარლამ ლიპარტელიანი: შეხვედრის მიზანია მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან, რადგან მათი როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და წინსვლაში

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა რეგიონული ტურნეს შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის მთავარი მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაციის დამყარებაა.

„პირველ რიგში, შეხვედრის მიზანი არის ის, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან. უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულები- პოლიტიკური პროცესი იქნება თუ ადგილობრივად განვითარება იქნება მათი ქალაქის და ასე შემდეგ. რაც მთავარია მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ მათი როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში და ჩვენი გუნდის მეთაურმა, პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი უდიდესი წვლილი იქნება სამომავლოდ თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა

ავტორი:

ბოლო სიახლეები