საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დღეს სამიტს გამართავენ, რათა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო გეგმა შეიმუშაონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს სამიტში მონაწილეობას. ზოგი ლიდერი კი მის ეფექტიანობას სკეპტიკურად უყურებს.
ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთმა ბრიტანეთის წინადადება სამიტზე ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დასწრებასთან დაკავშირებით უარყო.
სამი წყაროს ცნობით, პარიზში გასამართ ღონისძიებას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დაესწრებიან.
სამიტის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობას არც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არც ამერიკული ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ. მოსალოდნელია, რომ სამიტზე ორმოცამდე ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.









