19 აპრილი, კვირა, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროებმა განაცხადეს, რომ ეს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაზე აისახება, მათ შორის ბალტიისპირეთსა და სკანდინავიაზე.

წყაროებმა ასევე დასძინეს, რომ საუბარია იარაღის იმ ნაწილზე, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა „უცხოური სამხედრო გაყიდვების“ პროგრამის ფარგლებში შეიძინეს, თუმცა მათი მიწოდება ჯერ არ განხორციელებულა. წყაროების თქმით, ეს მიწოდებები, სავარაუდოდ, დაგვიანდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები