17 აპრილი, პარასკევი, 2026
17 აპრილი, პარასკევი, 2026

გიორგი კახიანი: არავის ვურჩევ იფიქროს საქართველოში რევოლუციური გზებით ხელისუფლების ცვლილებაზე

გვახსოვს ბოლო წლებში რევოლუციების 5 მცდელობა, რომლებიც აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით უნდოდათ მომხდარიყო. ამჯერად როდესაც კიდევ ტრენინგებზეა საუბარი, ბუნებრივია ყურადსაღები ინფორმაციაა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, თუ ვინმე მოინდომებს რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილებას, უსაფრთხოების სამსახურებს ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.

„მე არავის ვურჩევ იფიქროს საქართველოში რევოლუციური გზებით ხელისუფლების ცვლილებაზე, მაგრამ ეს თუ მაინც ვინმეს მოუვიდა თავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, – აღნიშნა კახიანმა.

ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით – „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები