ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან – ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც დღეს ვითარდება ქვეყანასა და ზოგადად, მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული კონფერენციების მიზნებზე ისაუბრა, რომლის დროსაც, ბორდის წევრებთან ერთად, ახალგაზრდებთან შეხვედრა და სხვადასხვა საკითხის დისკუსიის ფორმატში განხილვაა დაგეგმილი.

ლიპარტელიანის განცხადებით, მმართველი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება მეტი საუბარი ახალგაზრდებთან, რადგან ქვეყნის წინსვლა და განვითარება შეუძლებელი იქნებოდა პროცესებში მათი ჩართულობის გარეშე.

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ადამიანისგან მოვისმინოთ იმ საჭიროების შესახებ, რაც მათ აქვთ. თუნდაც, კრიტიკული იყოს, მათი ყოველი სიტყვა და აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც დღეს ვითარდება ქვეყანასა და ზოგადად, მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა და წარმატება. ამიტომ, მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენთვის“ – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ტიერი მარიანი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: რუმინეთის მსგავსად, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა...

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელში პოლონეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. „დაგვიანებით, თუმცა მოსალოდნელად, რომ ევროკომისიამ პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარი ინტერპრეტაციით პოლონეთში ტუსკის...