4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდასხმები ირანზე გამწვავდება და გაფართოვდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები ირანზე გამწვავდება და გაფართოვდება.

„პრემიერ-მინისტრმა [ბენიამინ ნეთანიაჰუმ] და მე გავაფრთხილეთ ირანის ტერორისტული რეჟიმი, შეეწყვიტათ რაკეტების სროლა ისრაელის სამოქალაქო მოსახლეობის მიმართულებით. გაფრთხილებების მიუხედავად, ცეცხლი გაგრძელდა. შესაბამისად, ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმები ირანში გამწვავდება და გავრცელდება დამატებით სამიზნეებსა და რაიონებზე, რომლებიც ხელს უწყობენ რეჟიმს ისრაელელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღის შექმნასა და გამოყენებაში“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

კაცის განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული, თუ რას მოიცავს გაფართოებული ოპერაციები.

„ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ტერორისტული რეჟიმის ლიდერებსა და მეთაურებზე ნადირობას და მისი სტრატეგიული შესაძლებლობების განადგურებას“, – დასძინა კაცმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.