27 მარტი, პარასკევი, 2026
27 მარტი, პარასკევი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის ჩართულობა და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფანზე“ და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.

ასევე, განიხილეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები