ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა კეთილშობილურ საქმეებს და რელიგიათაშორისი დიალოგის განვითარებას. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ჩვენს ქვეყანაში მას ყოველთვის პატივისცემით გაიხსენებენ“, – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წიგნში გაკეთებული ჩანაწერის შემდეგ ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძეს გაესაუბრა. პატარაძემ ალიევს მადლობა გადაუხადა საელჩოში სტუმრობისა და თანაგრძნობისთვის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ტიერი მარიანი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: რუმინეთის მსგავსად, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა...

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელში პოლონეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. „დაგვიანებით, თუმცა მოსალოდნელად, რომ ევროკომისიამ პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარი ინტერპრეტაციით პოლონეთში ტუსკის...