27 მარტი, პარასკევი, 2026
27 მარტი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი – დღეს ბრიუსელში ძალაუფლება პოსტსაბჭოთა პირებს აქვს ჩაგდებული – საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა გვახსენდება

დღეს ბრიუსელში ძალაუფლება პოსტსაბჭოთა პირებს აქვს ჩაგდებული – საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა გვახსენდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროსაბჭოს კონგრესის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული დოკუმენტის განხილვას შეეხებოდა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირში 9 აპრილის შემდეგ გამართული ყრილობაზე „ზუსტად ისევე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს ევროპარლამენტში ლანძღავენ.“

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართველების მოძულე პოლიტიკა, რომელსაც ევროპარლამენტის ჯგუფი აწარმოებს, სირცხვილია.“

„ჩვენ არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ. თვითონ გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებებს. ქართველების მოძულე პოლიტიკა, რომელსაც ევროპარლამენტის ჯგუფი აწარმოებს, სირცხვილია, რადგან ამ ანგარიშებს ამზადებს ხოლმე რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა.

დღეს ბრიუსელში ძალაუფლება პოსტსაბჭოთა პირებს აქვს ჩაგდებული. პირდაპირ საბჭოთა კავშირს ამსგავსებენ. საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა გვახსენდება. შეგიძლიათ ნახოთ 9 აპრილის შემდეგ გამართული ყრილობა, სადაც ზუსტად ისევე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს ევროპარლამენტში ლანძღავენ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთით გაფართოებით მიიღო ის, რომ შეეპარა საბჭოთა კავშირის ბაცილა, რომელიც ძალიან ვრცელდება იდეოლოგიურად ევროკავშირში და მას უფრო და უფრო მეტად ამსგავსებს საბჭოთა კავშირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს კონგრესი 1-ელ აპრილს, 50-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. კონგრესის სესიის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ სხდომაზე განიხილება დოკუმენტი, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა. განიხილავენ და კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტსა და რეკომენდაციის პროექტს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები