დავით მათიკაშვილი: „დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის განცხადებას „ქრონიკასთან“ ეხმაურება.

„დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს. არაერთ სამართალდარღვევაშია მხილებული ადამიანი, თავად ნაღიარები აქვს და ჰელსინკის კომისიიდან მოდის გზავნილი, რომელიც ასიმეტრიულადაა აცდენილი რეალობას. ეს კიდევ ერთი ფაქტია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მახაშვილი საფრანგეთის მოვლენებზე: დღეს საქართველოს სიმართლე ისეთი აშკარაა, როგორც არასდროს....

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებს ეხმაურება. ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატთა ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. მან გაიხსენა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელთა გმირად ქცევის კამპანია და რადიკალიზმის...