27 მარტი, პარასკევი, 2026
27 მარტი, პარასკევი, 2026

თეკლა თიკანაშვლი: მთავარი სათქმელი, რაც გვინდა ახალგაზრდებს ვუთხრათ არის ის, რომ გვინდა მოვისმინოთ მათი იდეები. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რატომაც მივდივართ რეგიონებში

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი თეკლა თიკანაშვლი „იმედის დღეში“ იმ მიზნებზე საუბრობს, რაზეც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონული ტურნეს ფარგლებში გეგმავს.

მისი თქმით, მათი სურვილია, ახალგაზრდებისგან მოისმინონ იდეები და ინიციატივები.

„მთავარი სათქმელი, რაც გვინდა ახალგაზრდებს ვუთხრათ არის ის, რომ ჩვენ მათი გვესმის. გვინდა მოვისმინოთ მათი იდეები, ინიციატივები. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რატომაც მივდივართ რეგიონებში. გვინდა, მთელი საქართველო მოვიცვათ და ყველა ახალგაზრდას ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და მოვისმენთ მათ ინიციატივებს. რამდენიმე თვის უკან ჩვენთან ორგანიზაციაში იყვნენ ახალგაზრდები მოსულები სხვადასხვა ინიციატივებით, კითხვები, იდეები ჰქონდათ და მე ვთქვი, რატომაც არა, მივიდეთ საქართველოს პარლამენტში შევხვდეთ პარლამენტარებს, ვესაუბროთ დეპუტატებს, გავუზიაროთ ხედვები და ძალიან მალევე დავორგანიზდით, მივედით პარლამენტში და ჩვენგან მოისმინეს სხვადასხვა იდეები. მინდა საჯაროდაც განვაცხადო, რომ ქართულ პოლიტიკაში ქართველი ახალგაზრდების ხმა ნამდვილად ესმით“- აცხადებს თეკლა თიკანაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები