საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა, ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესიას ესტუმრა და ტაძარს წმინდა გიორგის ხატი შესწირა.
აშშ-ში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები ასევე უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პავლე ზაქარაიამ გადაიხადა.
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
„მამა პავლემ ჩაატარა ჩვენი პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ჩემი სურვილი იყო, რომ ეკლესიისთვის გადმომეცა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა. მინდა ყველა ქართველს უცხოეთში, თუ საქართველოში ვუსურვო გამარჯვება, წინსვლა, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – აღნიშნა თამარ ბაგრატიონმა.









